ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტპომები არ აქვს.

"რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი, თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მაქვს. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა, როდესაც ახალი პროტოკოლით შესაძლებელი გახდა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა, გადავედი სახლში. მაქვს ამის საშუალება, ვიყო იზოლირებულად. ახლა ბინაზე ვმკურნალობ და ვიმყოფები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

დღეს განმეორებითი ტესტი ჩავაბარე, იმედია პასუხი უარყოფითი იქნება. სამ დღეში ანუ მე-12 დღეს, პროტოკოლის თანახმად, კვლავ გავიტესტები და თუ ისევ უარყიფითი იქნება პასუხი, დავუბრუნდები სამსახურს. თავს კარგად ვგრძნობ, "- აცხადებს სოლომონ ფუტკარაძე

იხილეთ ვიდეო: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო