სტუდენტური ომბუდსმენის წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება გააპროტესტეს

სტუდენტური ომბუდსმენის წევრებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს, რითიც უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თაკო მეტრეველმა განაცხადა, სტუდენტები 1 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის მიხედვით, სწავლის აუდიტორიებში დაწყებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.

"დღეს სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროსთან მოვედით და განათლების მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებას ვაპროტესტებთ, რომელმაც თქვა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგაც სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. მათ 2 კვირის წინ შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 1 ოქტომბრიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყებოდა, რადგან ყველა უნივერსიტეტი მხად იყო ამისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უამრავი კითხვა დავუსვით პანდემიასთან დაკავშირებით, ინფიცირებულთა სტატისტიკის გაზრდასთან დაკავშირებით, მაინც გვითხრეს, რომ 1 ოქტომბერს დაიწყებოდა სწავლა და ყველა სტუდენტმა, მათ შორის, პირველკურსელებმაც იცონდნენ, რომ სწავლა დაიწყებოდა 1 ოქტომბერს და ამის ფონზე გუშინ გამოვიდა განათლების მინისტრი და გააკეთა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. სწორედ ამირომ, ჩვენ, სტუდენტები მოვედით განათლების სამინისტროსთან და მივმართავთ მინისტრს, რომ მისი პასუხისმგებლობაა იზრუნოს სტუდენტებზე. ჩვენი მოთხოვნაა აუდიტორიებში სწავლა აღდგეს ყველა რეკომენდაციის დაცვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს ვაანონსებთ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში",-განაცხადა თაკო მეტრეველმა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილე სტუდენტების წარმომადგენლები განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა