დავით შერაზადიშვილმა სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ტანძიაში არსებულ საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯგუფში ასევე გათბობის სიტემის მონტაჟიც განხორციელდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84,000 ლარს შეადგენს. ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გასულ წელს განხორცილდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შენობის სახურავი გამოიცვალა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ აღზრდას, ამიტომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წელს სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას აქტიურად ვახორციელებთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო. მოხარული ვარ, რომ ტანძიელებს საბავშვო ბაღის პრობლემა მალე მოუგვარდებათ. რაც მთავარია ჩვენი პატარები უკვე გარემონტებულ და მოწესრიგებულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა