ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? - ექსკლუზივი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი პირველ კომენტარს აკეთებს. ის დუმილს "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურად არღვევს და სააგენტოსთვის გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ვახტანგ ჩიქოვანი გიორგი შაქარაშვილის ოჯახსაც მიმართავს და კითხვას უსვამს, უნდათ, თუ არა, რომ უდანაშაულო ადამიანები დაისაჯონ.

ამასთან, ჩიქოვანი აცხადებს, რომ ის მანქანაში ვასილ მახარაძესთან და ზ.ხ.-სთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, პროკურატურა "ტყუილ ამბავს ედავება და დაამტკიცებს, რომ მანქანაში იჯდა".

ჩიქოვანის განცხადებით, ამის დამტკიცება ანძებითაც შეიძლება.

"მე არ მწამს პროკურატურის დაქირავებული მოსამართლეების. ადამიანი, რომელიც თავისი მიღებული გადაწყვეტილებებით მიგვანიშნებს, რომ ეს საქმე არის შეკერილი. ეს ჩვენ კარგად ვიცით, ის წარმოადგენს პროკურატურას და არა სასამართლოს და თქვენ ამას უნდა შეეგუოთო. მაგრამ არ ვაპირებ ამ სისულელეს და ცილისწამებას თვალი გავუსწორო. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ჩვენ უდანაშაულობას მაინც დავამტკიცებთ.

ასევე უნდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის მშობლებს - ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ? ამასთანავე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი წყევლითა და ლანძღვით არის დაკავებული. დაფიქრდით, იქნებ ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში თქვენი შვილებიც მოხვდნენ, რომლებიც სრულიად უდანაშაულოები არიან. მერე მიხვდებით, როგორი ძნელია, როდესაც თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ასეთ აბსურდულ დანაშაულებს ტენიან“, - წერს ჩიქოვანი "ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

იხილეთ ვიდეო: ექსკლუზივი: ვახტანგ ჩიქოვანი დუმილს არღვევს - ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მშობლებს მიმართავს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს