ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას "7 პარკის" ინიციატივა გააცნო

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველს შეხვდა და მათ საკუთარი ინიციატივა გააცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ანა დოლიძის პრესსამსახურმა აცნობა, დოლიძემ საკუთარ ინიციატივაზე მოსახლეობისთან ოქროსუბანში შეხვედრისას ისაუბრა და დიდუბე-ჩუღურეთის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად გადაქცევის 10 ნაბიჯიდან ერთი-ერთად პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა დაასახელა.

"თბილისი ევროპაში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაშია. ყველა კვლევით, ჰაერი ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზეა დაბინძურებული. მიზეზი უამრავია და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი პრობლემაა მწვანე სივრცის დეფიციტი. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ/მ მწვანე სივრცეა, მაშინ, როდესაც ევროპის ქალაქებში საშუალოდ 35 კვ.მ-ია. სწორედ ამიტომ, მარცხენა სანაპიროზე, დიდუბე-ჩუღურეთში, 7 ტერიტორია მოვხაზე, სადაც შეიძლებად დღევანდელ პირობებში გაიხსნას პარკი. ეს ადგილებია: არსენალის პარკი; პრეზიდენტის სასახლის პარკი; ოქროსუბნის პარკი; ივერთუბნის პარკი; კუკიის პარკი, სვანეთის უბნის პარკი, დიღმის ტყე-პარკი. მოძრაობა „ხალხისთვის“ მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ფოცხვერაშვილის N12-ში იყოს მწვანე სივრცე და ყველას ვინც გარშემო ცხოვრობს გაუუმჯობესდეს სიცოცხლის ხარისხი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა