საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი დავით ზალკალიანს შეხვდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, შეხვედრას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევაც სწრებოდა.

„მხარეებმა განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის საუკეთესო გზები, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ასრულებს მთავრობის დამხმარე ორგანიზაციის როლს ჰუმანიტარულ სფეროში. გარდა ამისა, ეროვნული საზოგადოება კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა