ზაჰესში, თავისუფლების ქუჩაზე, გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო წყალარინების ქსელი, ამ ეტაპზე კი, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

“საგზაო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარის დაგება სრულდება. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 200 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა