პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონკურსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემებზე "მე ევროპელი" და "მომავლის აფხაზეთი" ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ქართული ბრენდის "ANOUKI" კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნაშრომები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟუნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ „იალქნის“ სექტემბრის ნომრებში დაიბეჭდება, ხოლო რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოავლინა, თავის კოლექციაში გამოიყენებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა