სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა. შესაბამისი განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი ცვლილების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების საწესდებო კაპიტალის მინიმალური სავალდებულო ოდენობა 4.2 მლნ. ლარიდან 7.2 მლნ. ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სადაზღვევო კომპანიების ფინანსური სტაბილურობის ზრდა იყო.

„პანდემიით გამოწვეული ფინანსური სირთულეების გამო, სადაზღვევო კომპანიებს, ისევე როგორც სხვა ბიზნეს სექტორებს სჭირდებათ მხარდაჭერა და თანადგომა. მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნის გადავადება არის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - განაცხადა, ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ასოციაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 15-მდე სადაზღვევო კომპანიამ ზედამხედველობის სამსახურს მიმართა თხოვნით, ცვლილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ. როგორც ცნობილია, წარმოდგენილი ცვლილება მიბმული იყო მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან, რაც სექტორში ბუნებრივად გაზრდიდა ბრუნვას, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შესულა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას დამატებითი შემოსავალი არ მიუღია. ასევე გასათვალისწინებელია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელმაც სადაზღვევო კომპანიების ნაწილს შეუქმნა ფინანსური პრობლემები. შესაბამისად, სადაზღვევო სექტორში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები იძულებულები არიან ფინანსური რესურსების რეინვესტირება მოახდინონ კომპანიებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო