აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდებმა შეხვედრაში ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

„შეხვედრაზე გაჟღერდა მთავრობის ახალი ინიციატივები. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს, იმსჯელეს მათი განხორციელების გზებსა და შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამუშაო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრაზე, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით ახალგაზრდული ფორუმების და კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობაზე, კვლევებისა და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაზე.

წარმატებულ ახალგაზრდებთან შეხვედრები პერმანენტულად იმართება. ახალგაზრდულ პლატფორმას დღეს ახალი მონაწილეებიც შემოუერთდნენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა