ზუგდიდში მოსაცდელებს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მოსაცდელებს დეზინფექცია უტარდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

„ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მოსაცდელებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება სისტემატურად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რაც უფრო დავიცავთ ამ მოთხოვნებს, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება. წესების დაცვით, პირბადის ტარებით, დისტანციით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას და მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები. მოქალაქეების მხარდაჭერა კი უმნიშვნელოვანესია ამ პროცესში“,-აღნიშნა გიგა ფარულავამ.

მათივე ცნობით, ზუგდიდში დეზინფექცია უტარდება საბავშვო მოედნებს, აგრარულ ბაზარს, ადმინისტრაციულ შენობებს, ღია სივრცეებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა