აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 300-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს, დღეს დილის მონაცემებით კი, 65 თავისუფალი საწოლია დარჩენილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 300-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტნიუსში” განმარტა, ბინაზე მკურნალობას გადიან 16-დან 65 წლამდე პაციენტები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ და ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს პროტოკოლი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ როდესაც მოდის ბაზა დადასტურებული შემთხვევების შესახებ, ეს ბაზა გადაეცემა 112-ს, საიდანაც ყველა ინფიცირებულთან ხდება დაკავშირება. ამას გარდა იქვე ხდება იდენტიფიცირება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებული რისკების და აგრეთვე თანმხლები დაავადებების, რის მიხედვითაც განისაზღვრება პაციენტი კოვიდცენტრში უნდა გადავიდეს, კოვიდ-კარანტინში თუ შესაძლებელია მისი ბინაზე მოვლა.

დაახლოებით 300-მდე პაციენტი მკურნალობს ოჯახში, ამ ეტაპზე არიან მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ნაწილთან მეთვალყურეობის პერიოდი ამოიწურა და ვგეგმავთ მათთან განმეორებითი ტესტირების ჩატარებას და ამ პასუხების მიხედვით მოიხსნებიან მეთვალყურეობის ზონიდან. ესენი არიან უსიმპტომო პაციენტები და ისინი ვისთანაც ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და 16-დან 65 წლამდე პაციენტები”, - განაცხადა ნიჟარაძემ.

გარდა ამისა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, საწოლფონდში დარჩენილია 65 თავისუფალი საწოლი.

„დღეს დილის მონაცემებით 65 თავისუფალი საწოლია დარჩენილი, საწოლთა ბრუნვა არის ცვალებადი. დღის განმავლობაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 60-დან 80-მდე არის ხოლმე და ჩვენ ამ საკითხს ვარეგულირებთ. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ პროცესი არის გამართული და ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა