ვახტანგ გომელაური - საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მსგავსი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი გაცხადებული მიზანი - გახდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, ქვეყნისთვის ქმნის განსაკუთრებულ რისკებსა და გამოწვევებს; პრაქტიკული გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, დღეს ჩვენი სახელმწიფო არის პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და კიბერჯაშუშობის აქტიური სამიზნე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ „ შავი ზღვის ფართო რეგიონის” ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საერთო გამოწვევები კიბერსივრცეში უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი ხდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის; ჩვენ ვხედავთ და ვათვითცნობიერებთ, კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მეტწილად გარე აქტორების შედეგია. ამიტომ, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ აღნიშნული მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებების აღება და მათი შესრულების უზრუნველყოფაა, რასაც უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს მდივნის რანგში მკაფიოდ მივესალმები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის ღონისძიებები, რომელთაც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი შეიცავს.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. ფორუმი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა