ფოთის პოლიციის წინ 25 წლის თამაზ გრატიაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, იგი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში სრულიად უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეს. მისივე თქმით, დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
გრატიაშვილმა მომხდარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და გამოძიება ამ საქმეზე დღემდე გრძელდება.
„მოვითხოვ ჩემი დაკავების პროცესში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები პროკურატურიდან სარჩელის გამოტანის მიზნით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებენ ", - აცხადებს თამაზ გრატიაშვილი.