ოზურგეთში, კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია. „ვიცი, რომ დააჯარიმეს. ქალბატონი სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს. ზუსტად არ ვიცი, ალბათ არ იცავდა წესებს. როგორც მაქვს ინფორმაცია, იგი უკვე გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში”, –განაცხადა არჩილ მჟავიამ.
გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 96 შემთხვევაა გამოვლენილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"