თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი - ტრამპი მზადაა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცეს, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება

ტრამპი ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ვალდებულებას იღებს, თუკი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა, მარკ მედოუსმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„გვინდა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა ხმა იქნება გათვალისწინებული, თუმცა ასევე იმაშიც, რომ ერთი ამომრჩევლის ხმა მხოლოდ ერთად ჩაითვლება, არც მეტით, არც ნაკლებით. ესაა, რასაც ტრამპი გულისხმობდა", - განაცხადა მედოუსმა.

„ესაა ის, რის ვალდებულებასაც ვიღებთ. ჩვენ ქვეყნის ზოგიერთ შტატში მოსამართლეთა მიერ ზოგიერთ ძალიან პრობლემურ გადაწყვეტილებას ვხედავთ. იმედია, არჩევნების ჩატარებას ისე მოვახერხებთ, როგორც ყველა სხვა არჩევნები ტარდებოდა და 3 ნოემბერს გამარჯვებული აუცილებლად იქნება ის ახალი პრეზიდენტი, რომელიც 20 იანვარს ფიცს დადებს", - დასძინა მედოუსმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის ვალდებულებაზე უარი განაცხადა. „ვნახოთ, რა მოხდება”, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, აპირებდა თუ არა ის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა