ირაკლი ჩიქოვანი - გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოშიც იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

„თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული საწარმო „ნატს ჯი“-ს ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდში 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის, თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.

სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა ფერმერის ალექს ანტონიუკის თხილის პლანტაციაში ყოფნისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ახალგაზრდა ფერმერს, სოფელ ჭაქვინჯში, თხილის სხვადასხვა ჯიში 13 ჰექტარზე მოჰყავს. ფერმერი პლანტაციაში სახელმწიფოს დახმარებით წვეთოვანი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალსა და პროდუქციის ხარისხს გაზრდის. ფერმერთა ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, სახელმწიფო ფერმერებს უკვე გაშენებულ ბაღებში შესაძლებლობას აძლევს სარწყავი სისტემა მოაწყოს, რისთვისაც 50%-იან სუბსიდირებას ახდენს“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა