ზვიად შალამბერიძე - დღეს რეგიონში პაციენტების მართვის კიდევ ერთი მექანიზმი ამუშავდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკურ მართვაზე ისაუბრა.

მხარის რწმუნებულმა სახლის პირობებში და საკარანტინე სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა.

„თუ აქამდე კოვიდინფიცირებულების მართვა ხდებოდა სამედიცინო დაწესებულებებში და შემდეგ უკვე მსუბუქი შემთხვევებისას "კოვიდ-სასტუმროებში“, დღეს უკვე რეგიონში პაციენტების მართვის კიდევ ერთი მექანიზმი ამუშავდა. პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაუდგინდება, მკურნალობის კურს ექიმთან კონსულტაციით სახლში გაივლის. ექიმები უკვე გადამზადებულები არიან კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად და თითოეული მათგანი საჭიროებისამებრ, აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში.

იცით, რომ პროტოკოლის მიხედვით, თუ პირველადი კლინიკური შეფასების შედეგად გამოვლინდება დაავადების მსუბუქი ფორმა და ექიმი დარწმუნდება, რომ პაციენტის მოვლა უზრუნველყოფილი იქნება იზოლირებულ გარემოში, ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით, ამ დროს მკურნალობა გაგრძელდება ბინაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს შესაბამის საკარანტინე სივრცეში, სასტუმროში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდცენტრებში 301 კოვიდინფიცირებული იმყოფება, სასტუმროებში კი 77.

ინფორმაციას იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება