ENPARD-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, უწყება ახორციელებს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული და სრული ინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვანი ნაწილია.

„ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, გავლენას იქონიებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციულ ერთეულებზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს არის იმ სტრატეგიის გამოხმაურება, რაც ქვეყანას გააჩნია და რაც გულისხმობს მეტი ევროკავშირი საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირის პროგრამებში ოპერატიულად ჩართვისათვის. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, გვაქვს განვითარების სამოქმედო გეგმა; ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით თანმიმდევრულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ინსტიტუციური გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP-ის მიერ, PricewaterhouseCoopers Georgia-სა და ევროპელ კონსულტანტებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჩამოყალიბდება სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ახალი სტრუქტურა (წარმმართველი უწყება და გადამხდელი სააგენტო) ადამიანური რესურსების მართვის/სწავლისა და განვითარების განახლებულ მექანიზმთან ერთად.

“სამუშაო შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, ჰამფრი ებოტმა და ბრიგიტ მელმაუერ-ლარხერმა სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემების ევროპული მოდელი განიხილეს. ჰამფრი ებოტმა მონაწილეებს სოფლის განვითარების სააგენტოს სტრუქტურისა და ევროპული მოდელის გადამხდელი სააგენტოს სტრუქტურის შედარება და მათი დაახლოების ხედვა გააცნო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა