ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

“ეროვნული გვარდიის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში მეხუთე როტაცია განახორციელა. ქვედანაყოფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.

ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით და უფლებამოსილება უკვე გადაიბარა. ეროვნული გვარდია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეექვსე როტაციას ახორციელებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ