აჭარაში 8 კოვიდკლინიკაში 484 პაციენტი იმყოფება, კოვიდკარანტინში კი 902 პირია მოთავსებული

აჭარაში 8 კოვიდკლინიკაში 484 პაციენტი იმყოფება, ხოლო კოვიდკარანტინში 902 პირია მოთავსებული, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსუდან შავიშვილი აცხადებს, ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 14 ფეხმძიმე მკურნალობს.

რუსუდან შავიშვილი აცხადებს, რომ სამკერვალო საწარმო "აჭარატექსტილში" სულ 15 პირია ინფიცირებული.

"4000-მდე პისიარ ტესტი ჩატარდა, ახალი შემთხვევა 166 გამოვლინდა. დღეისათვის კოვიდკლინიკებში განთავსებული არის 484 პაციენტი, აქედან 40 არასრულწლოვანია, 14 კი ორსული.

კოვიდ კარანტინში 902 კოვიდინფიცირებული მეთვალყურეობაზეა, მათ შორის 72 არასრულწლოვნია. ბინაზე 350 პაციენტი მკურნალობს. გუშინ კლინიკებიდან 10 გამოჯანმრთელებული პირი გაეწერა, ხოლო კოვიდ კარანტინიდან ასევე 10 პირი. საწოლფონდი უმკვლავდება შემთხვევებს და მათი მართვა ხდება. სიმძიმის და მდგომარეობის მიხედვით ან კლინიკაში, ან კოვიდკარანტინში ხდება მათი მოთავსება. აჭარში პაციენტებს 8 კოვიდ კლინიკა და 6 საკარანტინე სივრცე ემსახურება.

ეს შემთხვევები დადასტურებულებთან კონტაქტში მყოფი- გამოკვლევის შედეგია, ახალი არეალი არ გახლავთ. ჯამში "აჭარა ტექსტილში" 15 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა