ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.

10 დღის განმავლობაში მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს, მათ შორის, ჩასაფრების, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახების, ტაქტიკური გადაადგილების, ასევე შეტევის და თავდაცვის სავარჯიშოები განახორციელეს. ბატალიონს მხარი 82 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ჯგუფმა, 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეამ, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო ოცეულმა, ამავე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ჰაერსაწინააღმდეგო რაზმებმა დაუჭირეს.

საველე წვრთნები საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს ქვეითი ასეულის და მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედების დახვეწასა და მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა