ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 19 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. სულ 141 პაციენტი გვყავს, აქედან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე არიან, 7 პაციენტს კი მაღალი წნევით 24 საათის განმავლობაში ჟანგბადი მიეწოდება. განყოფილებაში მოთავსებულ 115 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება. დღეისათვის იგეგმება რამდენიმე პაციენტების გაწერა. საკარანტინო ზონაში 12 პაციენტის გადაყვანა იგეგმება, 10 კი კოვიდკარანტინში გადავა",- აცხადებს გია კიკაბიძე.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა