საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“ 22-24 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ი.მ.-ს კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას დახერხილ წიწვოვან ხის მასალაში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები (მონოხამუსის ოჯახის ხოჭოს (monochamus spp) მატლები) აღმოჩნდა. ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შემოტანილი ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და მათი საკვების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის ნაწილს (6 ცალი 50-გრამიანი შეფუთვა) თან არ ახლდა ვეტერინარული სერტიფიკატი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. მეორე შემთხვევაში კი კანონით დადგენილი პროცედურების თანახმად - განადგურებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა