ბათუმის პოლიკლინიკებში შაბათ-კვირას მოქალაქეებს კორონავირუსზე PCR ტესტი არ ჩაუტარდებათ

ბათუმის პოლიკლინიკებში ამ შაბათ-კვირას მოქალაქეებს კორონავირუსზე PCR ტესტი არ ჩაუტარდებათ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პოლიკლინიკებში უქმე დღეებია და ორშაბათიდან ნიმუშების აღება გაგრძელდება.

უწყების ცნობით, კვლევები გრძელდება რისკ-ჯგუგებში, სტაციონარებსა და ოჯახებში.

"არ ვიცით, მომდევნო შაბათ კვირას თუ განახლდება უფასო კვლევები, პოლიკლინიკებს უქმე დღეები აქვთ და ორშაბათს გააგრძელებენ კვლევებს. შაბათ-კვირას პოლიკლინიკები მხოლოდ კოვიდტესტების აღების მიზნით მუშაობდნენ, წესით მათ შაბათ-კვირას მუშაობა არ ევალებათ. კორონავირუსზე ლაბორატორიულ კვლევებს ბათუმის ხუთი პოლიკლინიკა ახორციელებს. შაბათ-კვირას მოქალაქეებს შეუძლიათ ლაბორატორიული კვლევისთვის "ცხელების ცენტრებს", სტაციონარებს მიმართონ, ასევე ეპიდემიოლოგები რისკ-ჯგუფებს ყოველ დღე იკვლევენ. რისკ-ჯგუფში შედიან მედიკოსები, პოლიციელები და ა.შ",- აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:ბათუმის პოლიკლინიკებში ამ შაბათ-კვირას მოქალაქეებს კორონავირუსზე PCR ტესტი არ ჩაუტარდებათ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა