ანონსი 27 სექტემბერი

27 სექტემბერს, 10:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

27 სექტემბერს, 11.00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გმირთა მოედანზე, მემორიალთან პატივს მიაგებენ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი და გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის:კასპის რაიონი, სოფელი ხოვლე.

საკონტაქტო: 577 62 44 45

27 სექტემბერს 11:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის რამდენიმე პუნქტიან გეგმას წარადგენს. თემა: ქართული ლარის კრიზისიდან გამოყვანა.

მის: რესპუბლიკის მოედანი 6

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია ,"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები, გმირთა მოედანზე, მემორიალთან, დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

საკონტაქტო: ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

27 სექტემბერს, 11.00 საათიდან 15.00 საათამდე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. სააგენტოს ვეტერინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებენ შინაური ბინადარი ცხოველების - ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაციას.

მისამართი: თბილისი - ვაკე, მრგვალი ბაღი; ვარკეთილის დასახლება 3, მიკრორაიონი III ა, კორპ. 325-ის მიმდებარედ არსებული სკვერი. რეგიონების ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

27 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბლოკი "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის" ლიდერები, ომის ვეტერანებთან და თბილისის მაჟორიტარებთან ერთად, გმირთა მემორიალთან, დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და ომის ვეტერანთა მდგომარეობის შესახებ განცხადებას გააკეთებენ.

მის: გმირთა მოედანი.

საკონტაქტო : 577 18 99 42 ;

27 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივს მიაგებენ ქალაქ რუსთავში, ჟიული შარტავას ბიუსტთან.

საკონტაქტო: რუსა მამასახლისი - 577 79 99 88.

27 სექტემბერს, 12:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, პარტიის ლიდერებთან ერთად ენგურის ხიდზე მივა.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08.

27 სექტემბერს, 12:30 საათზე, ფრენბურთში გაიმართება ამხანაგური მატჩი პარაფრენბურთელებსა და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ტურძელაძეს, ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატების შორის. პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული.

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მწერლისა და ავტორის მიერ საკუთარი წიგნებისა და ტექსტების პრეზენტაცია და საავტორო კითხვა.

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სენაკში, ჟიული შარტავას მემორიალურ ძეგლთან სოხუმის დაცემის დღეს "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატები პატივს მიაგებენ რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთის ფრონტზე დაღუპულ გმირებს: ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიასა და გენო ადამიას ხსოვნას.

შეხვედრას დაესწრებიან ლელო საქართველოსათვის მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევევ ოზურგეთი, ლანჩხუთი ჩოხატაურის, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სიორიძე.

მის: სენაკი. ჟიული შარტავას მემეორიალური ძეგლი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს 14:00 საათზე "ლელოს" ლიდერები პატივს მიაგებენ დაღუპული გმირების ხსოვნას.

მის: გმირთა მოედანი

საკონტაქტო: 577624445

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, სენაკში ჟიული შარტავას მემორიალურ ძეგლთან სოხუმის დაცემის დღეს "ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატები პატივს მიაგებენ რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთის ფრონტზე დაღუპულ გმირებს ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, გენო ადამიას ხსოვნას.შეხვედრას დაესწრებიან ლელო საქართველოსათვის მაჟორიტარობის კანდიდატები და ასევევ ოზურგეთი, ლანჩხუთი ჩოხატაურის, მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სიორიძე.

მის: სენაკი. ჟიული შარტავას მემეორიალური ძეგლი

27 სექტემბერს , 14:00 საათზე, სოხუმის დაცემის დღეს "ლელოს" ლიდერები პატივს მიაგებენ დაღუპული გმირების ხსოვნას.

მის: გმირთა მოედანი საკონტაქტო: 577624445

27 სექტემბერს, 15:00 საათზე, რუხის ციხეში, "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, მხარდაჭერებს შეხვდება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

27 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრება. აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველ კონცერტზე მსმენელის წინაშე გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა წარდგება, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.

მის: რუსთაველის გამზ. # 6 (მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღი)

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87

27 სექტემბერს, 16:30 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი, ლელა გულედანი, საარჩევნო პროგრამას წარადგენს.

მის: რიყის პარკი,ამფითეატრი

საკონტაქტო: 557 49 47 24

27 სექტემბერს, 17:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვიტალი დარასელია გამართავს შეხვედრას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან.

მის: პეკინის #41, საერთო საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე სტადიონი.

საკონტაქტო: ბაჩო ცომაია - 597 777 488.

27 სექტემბერს, 18:00 საათზე, სოფელ შამგონაში, საპატრულოს ბლოკ-პოსტთან, გაიმართება მარათონი, „აფხაზეთი საქართველოს“ ეგიდით. მარათონს დაესწრება "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, პარტიის წევრებთან ერთად.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08.

27 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროს კოკა კლდიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნება.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი N 50 ისა და N 52 -ის მიმდებარედ არსებული სკვერი.

27 სექტემბერს,18:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.

მის: ვაჟა ფშაველას გამზირი, ძეგლთან.

საკონტაქტო: 577624445

27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება სრულად მიეძღვნება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს და

გაიმართება სიმბოლური აქცია-პერფორმანსი.

მის: გიული ჭოხონელიძის, 5 (სექტორი 3)

საკონტაქტო:593 75 03 49 ნინო წითლანაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა