ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ადგილი არ აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის ფართოდ გავრცელებას ადგილი არ აქვს.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმში შემთხვევების მატება გეომეტრიული პროგრესიით არ ხდება და მდგომარეობა სტაბილურდება.

„შემთხვეევბის მატება აღინიშნება ძირითადად ბათუმის ხარჯზე. კეთილსაიმედო პროგნოზის მაჩვენებელი არის ის, რომ შემთხვევების მატება არ არის ბათუმში გეომეტრიული პროგრესიით და დღეების განმავლობაში 2 ან 3 ათეულია. მე გუშინ დავბრუნდი ბათუმიდან. იქ მდგომარეობა სტაბილიზირებას უახლოვდება და ვფიქრობთ, მოკლე ხანში უფრო უკეთესი პროგნოზის მაჩვენებელი გვექნება აჭარის რეგიონიდან.

რაც შეეხება ზოგადად, გარკვეული მატება იყო იმერეთშიც. აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ გვაქვს. ამდენად ჩვენი მთავარი სტრატეგია მიმართულია ბათუმისკენ და შემთხვევების სტაბილიზაციისკენ“,- განაცხადა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა