ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მწერალთა სახლიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, ლიტერა 2020-ის გამარჯვებულები კი გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“,

გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

მწერალთა სახლის ინფორმაციით, გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

“ლიტერატურული პრემია ლიტერა 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა. 2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა