ბათუმის სამშობიარო სახლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე თბილისში გადმოიყვანეს

ბათუმის სამშობიარო სახლიდან კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

ექიმის ნუგზარ პაპავას განცხადებით, ფეხმძიმეს სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

"დღეს საღამოს გადაიყვანეს ბათუმიდან თბილისში, ქალს აღენიშნებოდა კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურა და სუნთქვის გაუარესება. ჩვენ პაციენტის მდგომარეობა დავასტაბილურეთ და თბილისში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროებოდა, გარდა ამისა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთი პაციენტების მართვის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. მითითებაც გვაქვს, რომ თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება, რეფერირება უნდა განხორციელდეს თბილისში", - განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

ბათუმის სამშობიარო სახლში 14 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს