ალექსანდრე მოწერელია - ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აბედათში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ახლახან დასრულდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბედათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოიყო 64 000 ლარი. მოსახლეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ისეთი პროექტები როგორებიცაა: გზის მოხრეშვა, სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობა, მოსაცდელის რეაბილიტაცია.

ამ სოფელში არაერთხელ ვყოფილვარ და ჩემთვის ცნობილია მათი საჭიროებები. ნაწილი პრობლემების უკვე მოგვარდა და ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა", -აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს