აბაშაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელ და გამგეობის თავმჯდომარე თამარ ფოფხაძესთან ერთად, შშმ ბავშვთა დღის ცენტრისთვის გათვალისწინებული ფართი დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მომსახურებით, 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი ისარგებლებს. მათთან სპეციალისტები იმუშავებენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა. ცენტრი COVID-19-ის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს.

როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ პროგრამის ფარგლებში იხსნება. შესაბამისი ფართი ორგანიზაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გადაეცა.

შშმ ბავშვთა დღის ცენტრი უჩა კაჭარავას ქუჩა N5-ში გაიხსნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა