ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარს მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ესტუმრა, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის დახმარებით დაფნის საწარმო შექმნა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მარინა ქარდავა 150 ფუტკრის ოჯახს ფლობს, პროგრამის -„აწარმოე საქართველოში" დახმარებით კი თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა.

"დღეს მეფუტკრე მარინა ქარდავას და ახალგაზრდა მეწარმეს ირაკლი ჩიქავას ვესტუმრეთ. ქალბატონი მარინა წლებია მეფუტკრეობას მისდევს, მისი წინაპრებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. „აწარმოე საქართველოში" დახმარებით მეწარმემ თაფლის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მარინა ქარდავა ამჯერად 150 ფუტკრის ოჯახს ფლობს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ახალგაზრდა მეწარმე ირაკლი ჩიქავას, მან სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფნის საწარმო შექმნა. საწარმო ფუნქციონირებას ოქტომბერში დაიწყებს. პროგრამით ახალი ბიზნესები (სტარტაპი) დაფინანსდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა.

"სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ. ზუგდიდელებს უყვართ შრომა, არიან ნიჭიერები და შეუძლიათ ინოვაციები დანერგონ, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ზუგდიდელებმა შეძლონ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დოვლათის შექმნისა და დასაქმების ზრდის საშუალებას იძლევა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას" , - განაცხდა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მეწარმეებთან მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია იმყოფებოდა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა