იოსებ ხახალეიშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა