29 სექტემბერს, ქარელს და სოფლების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით  შეეზღუდება

29 სექტემბერს, ქარელს და სოფლების ნაწილს ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან” აცნობეს, კომპანია მიმდინარე წლის 29 სექტემბერს განახორციელებს “საგურამო- ქუთაისის” DN 700მმ - იან გაზსადენის 80,0 კმ-ზეცხინვალის განშტოების DN 300 მმ-იანი ონკანის შეცვლას და გამქრევი DN 100 მმ -იანისანთლის მონტაჟს.

"აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს 07:00 დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ქარელს და შემდეგ სოფლებს: ახალსოფელი, ბებნისი,ბეთლემი, ბრეთის მეურნეობა, ვედრება, ზემო ხვედურეთი, თათანაანთუბანი, კეხიჯვარი, მოხისი, სამწერისი, სანებელი, უსასირეთი, სკრა, ქვემოხვედურეთი, ქვენაფლავი, ქობესაანთუბანი, ღვლევი, ჭანდრები, ხეობა, დირბი, ძლევიჯვარი, რუისი, ურბნისი, არადეთი, ბრეთი, საღოლაშენი, წვერი, დვანი, ტახტისძირი.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტგაზმომარაგებას",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა