აჭარაში სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 494 პაციენტი მკურნალობს,  მათ შორის  41 არასრულწლოვანი და 15 ორსულია

ბათუმის 8 კოვიდკლინიკაში 494 პაციენტი მკურნალობს, მათგან 41 არასრულწლოვანია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 3500-ზე მეტი PCR ტესტი, დადასტურდა 193 ახალი შემთხვევა.

„სტაციონარში მკურნალობს - 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული, ერთი ორსული გუშინ გადაიყვანეს თბილისში.

- რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 22 პაციენტი

- კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 949 პაციენტი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი

- სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პაციენტი

- კოვიდ სასტუმროდან ბინაზე გაეწერა - 9 პირი

- ბინაზე მკურნალობს 400-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი

- ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 427 პირს

- აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი

- კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე",- აცხადებენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა