ირაკლი სესიაშვილი - ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს

საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, ცეცხლი შეწყვიტონ და მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობას და დიალოგს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგა.

"რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში. ყარაბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს.

ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები პროცესს დააკვირდებიან,მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა.

სამხედრო შეტევაში აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა.

ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და გარდაცვლილების შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა