ხატია დეკანოიძე - ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სოხუმს და საქართველო გამთლიანდება

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სოხუმს და საქართველო გამთლიანდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

„სრულიად საქართველო არის ერთიანი იმ აზრში, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ სოხუმს და საქართველო გამთლიანდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწორედ ამ ერთიანობაში, ამ მთლიანობაში ჩვენ ვიყოთ ასევე ერთიანი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს ოკუპაციის თემა ყოველთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა