თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ

დღევანდელი დღე უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ომის ვეტერანებთან ერთად, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ეს არის დღე, როცა დაეცა სოხუმი. დღე, როცა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე, ყველანი ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა