შოთა ნარეკლიშვილმა და ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ირაკლი შიოშვილთან, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ქადაგიშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

,,დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღეა. პატივი მივაგეთ ჩვენი ქვეყნისთვის დაღუპულ გმირებს. მე მჯერა, რომ საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ და ამ ჯარისკაცების თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის“, - აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის დავით შიომღვდლიშვილისა და ტამიშის გმირების საფლავებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი