რუსთავში ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირულად გარდაცვალებიდან 27-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავში ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

,,დღეს ჯვართამაღლება, სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას, როგორც ეროვნული გმირის დაბადების დღეა. ეს დღე, საქართველოს ისტორიაში ჩაწერილია, როგორც მოუშუშებელი იარა, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, ეს ურთიერთობა აღდგება და ეს მოუშუშებელი იარაც გამთლიანდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. გმირთა მემორიალთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი იქნა გადახდილი, ანსამბლმა „ფიროსმანმა“ კი ქართული საგალობლები შეასრულა. ღონისძიებას, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე სამხედროები, ვეტერანთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც და დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო