გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა იქნება კატასტროფა, როგორც ლარის კურსისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისათვის და ეკონომიკისათვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უკვე 8 წელია აფერხებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გახარიას განცხადება, რომ მის პოლიტიკურ გუნდს აქვს რესურსი სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, არის სიცრუე.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც გულისხმობს გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, მოუტანს ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს.

„უკვე 8 წელია ივანიშვილის და მისი გარემოცვის შედეგად, ხდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შეფერხება, რაც პირდაპირ იწვევს ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას და ეს არ არის დაკავშირებული მხოლოდ პანდემიასთან, იქამდეც ხდებოდა ეს პროცესები. ამიტომ, არავის არ სჯერა იმის, რაც გახარიამ განაცხადა. უფრო მეტიც, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენა იქნება კატასტროფა, როგორც ლარის კურსისთვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი ეკონომიკისათვის.

თუმცა საზოგადოება ამ არჩევნებზე მათ უარს ეტყვის და შემდეგ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დავწევთ გადასახადებს, გავაუქმებთ რეგულაციებს, მოვიზიდავთ საერთაშორისო ინვესტიციებს, გავამყარებთ და დავასტაბილურებთ ლარს. „ევროპული საქართველოს“ გეგმა არის ერთადერთი გზა, რათა მეტი დოვლათი დარჩეს მოქალაქეებს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და მეტი უცხოური ინვესტიცია იყოს ქვეყანაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა