ირმა ნადირაშვილი რუსთავში, ქუჩის ჩემპიონატის ფინალურ თამაშს დაესწრო

"ევროპული საქართველოს" რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, რუსთავში ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჩემპიონატის ფინალის გამარჯვებულ გუნდს ირმა ნადირაშვილმა თასი გადასცა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული რუსთაველი ახალგაზრდების ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა