თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში, დღეს, რიგით მეათე თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აფხაზეთის დაცემის დღეს, სიმბოლურად, ფესტივალის პირველი კონცერტი გამართა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრო.

„თბილისის მერიის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალში მონაწილე გუნდებს და ორგანიზატორებს, რომ მიუხედავად რთული პანდემიური ვითარებისა, მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით, წელს მაინც მოამზადეს მოკრძალებული საფესტივალო პროგრამა. ქართულ საგუნდო მუსიკას დიდი ისტორია აქვს და ვამაყობთ, რომ ამ ფესტივალის წარმდგენის სტატუსით, ხელს ვუწყობთ მის განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

უწყების ინფორმაციით, საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი.

„კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ახალგაზრდული შერეული გუნდი "თუთარჩელა", ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "მძლევარი", საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი "ლირა", სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ერქვანი", გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ანსამბლი "მართვე", თბილისის ქალთა გუნდი, ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ვაჟთა ფოლკლორული გუნდი "ბიჭები", ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტური კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია საქართველოში მოქმედი გუნდებისათვის. ამ ხნის განმავლობაში, ყოველწიურად, საფესტივალო კონცერტები იმართებოდა, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე, ექსპერიმენტულ სივრცეებში, თუმცა წელს, არსებული პანდემიური ვითარების ფონზე, ფესტივალი წარმოდგენილი იქნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია - განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება“, - აღნშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს