ანონსი  28 სექტემბერი

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მედიის წარმომადგენლებისთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო დოკუმენტის „ლაივ“ პრეზენტაცია გაიმართება.

28 სექტემბერს, 10:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ბრიფინგს გამართავს.

თემა: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ უკანონო დაჯარიმებებთან დაკავშირებით.

მის.: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634.

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 სექტემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ბორჯომში NDI-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების ბოლო, მესამე ნაწილს მოაწერენ ხელს.

მის.: სახელმწიფო კანცელარიის წინ მოედანი.

28 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების საკითხებს განიხილავს.

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: დაძაბული ვითარება რეგიონში - საბრძოლო მოქმედებების განახლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

მის.: კოსტავას ქ.47/57

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ორ მისამართზე ჩაატარებს.

მის.: ვაკის პარკის შესასვლელი

საკონტაქტო: ნათია კოსტავა - 599 30 20 67

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ლარის გაუფასურება და საბანკო სესხების გადავადება.

მის.: სადგურის მოედანი 2 საკონტაქტო: 577524445

28 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: კოვიდინფექცია და განათლების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები, შეთავაზება ხელისუფლებას როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა უმოკლეს ვადებში.

მის: მიცკევიჩის 27ა.

საკონტაქტო მაია სიხარულიძე - 577343355

28 სექტემბერს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ქართული მარშის“ საგანგებო განცხადება.

მის.: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

28 სექტემბერს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი V სართული)

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

28 სექტემბერს, 13:00 საათზე, „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პანდემია, „კოვიდ დადასტურებული“ მძიმე პაციენტები და ახალი „კლასტერები“.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ მთარგმნელთა კონკურსში გამარჯვებულს დააჯილდოებს.

მის: მაჩაბლის ქ 13 (მწერალთა სახლი)

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 სექტემბერს, 15:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლა აქციას გამართავს.

საკონტაქტო: მარიკა ჩიკვაიძე - 577376110

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" „მზიურის" ამფითიატრში ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.

საკონტაქტო რუსა მამასახლისი - 577799988

28 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 სექტემბერს, 17.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება.

28 სექტემბერს, 18:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს წარადგენს.

მის: რიყის პარკი

28 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 სექტემბერს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტთა გაერთიანება "სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ" აქციას გამართავს.

საკონტაქტო: მარიამ დიმიტრაძე - 555 76 11 17

28 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

მის.:ი.კარგარეთელის N6

საკონტაქტო: ხატია მუსერიძე - 555471696

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს