ალექსანდრე მოწერელია -  ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ  ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ალექსანდრე მოწერელია თქმით, ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

"სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით წალენჯიხაში, ფახულანის საოკუპაციო ხაზთან ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მივედი და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მივაგეთ.

ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. მშვიდობას და მეგობრობას, ალტერნატივა არ გააჩნია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა