კახა კალაძე კითხვაზე, გადადგება თუ არა თუ ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს - არა, არ გადავდგები

არა არ გადავდგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრაიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რითაც უპუსხა წამყვანის კითხვას, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, გადადგება თუ არა.

კალაძის თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე იყმოფება.

„არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე. მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც თბილისს და თბილისელებს სჭირდება... ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შეიძლება, ბევრისთვის ეს კონკრეტული, მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ემსახურო ხალხს“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, გაუწევია თუ არა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ კი.

„რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს გუნდში მსჯელობა, ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა, რატომ გგონიათ, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე რაღაცას იტყვის, აუცილებლად უნდა შესრულდეს, არ არის ეგ დამოკიდებულება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა