კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ კოალიციის გარეშე, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს საქართველოს პარლამენტში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოსახლეობის 60 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, ვისთან შექმნით კოალიციას, რომ დაგჭირდეთ, კალაძე პასუხობს, „თუ მოხდა, შემდეგ განვიხილოთ“.

„თეორიებით რომ არ ვილაპარაკოთ, ყველა აკეთებს გამოკვლევას, რომელთა ცდომილება 3-4%-ია. დღეს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დიდი მხარდაჭერა აქვს. თუ მოხდა, შემდეგ განვიხილავთ, ამას. დამოკიდებულია იმაზე, ვის დაუჭერს მხარს საზოგადოება, ვინ იქნებიან ის სხვა პარტიები, რომლებიც პარლამენტში შემოვლენ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არ დგას კოალიციის შექმნის საჭიროება, რადგან პარტია „ქართული ოცნებას“ აქვს შანსი ძალიან დიდი უმრავლესობით გავიდეს.

„ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, ფაქტობრივად, სულ ქუჩაში ვარ, კვლევებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ დღეს, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს იმის შანსი, რომ კოალიციის გარეშე, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს საქართველოს პარლამენტში. აქვს 60 პროცენტიანი მხარდაჭერა კვლევების მიხედვით. თუმცა, ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ასევე ისიც, ვინ იქნებიან სხვა პარტიები, რომელსაც მხარს დაუჭერს და შევლენ პარლამენტში“, - განაცხადა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა