ახალგაზრდობის სააგენტო რაჭას ეწვია და მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში დაფინანსებული, ახალგაზრდებზე მიმართული პროექტი გახსნა

ახალგაზრდობის სააგენტო, სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს,დღეს სააგენტო, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტს ეწვია და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული, ახალგაზრდებზე მიმართული პროექტი, „ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა“ გახსნა.

მათივე ცნობით, პროექტის გახსნის ღონისძიება ონის კულტურის ცენტრის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა და ახალგზრდების მონაწილეობით კონცერტით გაგრძელდა.

„პროექტი „ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა“ მიზნად ისახავს, რაჭის ახალგაზრდეისთვის (14–29 წელი) საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების, კომპეტენციების გადაცემას, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცეში აქტიური მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში რაჭის ახლაგზარდული ასამბლეა ჩამოყალიბდა, ასამბელისთვის 50, 14–29 წლამდე ახალგაზრდა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან შეირჩა. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები ორგანიზაციული საქმიანობის, მოქალაქეობის, ურთიერთობების, მეწარმეობისა და ინიციატივების თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს გაიუმჯობესებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს