ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შეხვდა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ტყაიაში, ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა ოკუპაციაზე, არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ესაუბრა.

ჩიქოვანის თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს აქვს.

,,დღეს ენგურისპირა სოფელ ტყაიაში ახალგაზრდებს შევხვდით. ეს სოფელი არის ადგილი, საიდანაც ნათლად ჩანს ოკუპაციის შედეგები, აქვეა ოკუპანტების ის სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის სიმძიმეზე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ჩვენ გვაძლევს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს საქართველოს მიერ წარმოებულ სამშვიდობო პროცესს, რაც მიზანმიმართულია, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს