იოსებ ხახალეიშვილი დოკუმენტური ფილმის -„შინდისი" ჩვენებას დაესწრო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები.

"ფილმის ჩვენება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო. ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია",- ნათქვამია ინფორამაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა